Sep 18, 2009

კონსტანტინე გამსახურდია

“ძველ ბერძნებს ფილოსოფია ზრდიდათ, ებრაელებს კანონი, ინდიელებს ნირვანა, რუსებს მათრახი ხოდა ქართველებს პატივმოყვარეობა”

“ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი მიესწრაფიან აღზევებას მუდამ”.

“თვით უაღრესი ცილისწამებისგან უმცირესი ჩრდილი მაინც მიადგება ადამიანს”.

“ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი – უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩარი – გმირს”.

“უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება – ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს”.

“სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი – კოცნით, მეფე – ღიმილით, ხოლო მოღალატე – პატივის მიგებითა”.

“ვინც გველს რძეს ასმევს, შხამსაც უორკეცებს მასვე”.

“ძლიერს უჭირს ამქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ…”

“როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას”

“ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ყივიან…”

“ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ყივიან…”

ჰემინგუეი

“გულღია და გულწრფელი ხალხისა არაფერი მჯერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი ნაამბობი ერთმანეთს ემთხვევა. “

“დასცინო ვინმეს, ნიშნავს შეიძინო მტრები.”

“როგორც დედამიწა არ მოკვდება არასოდეს, ისე ერთხელ თავისუფალი არასოდეს დაუბრუნდება მონობას”

,,როცა ხალხი ამდენ მამაცობას სჩადის ქვეყნისთვის, წუთისოფელმა ისინი უსათუოდ უნდა მოკლას და გასტეხოს და ჰკლავს კიდეც. წუთისოფელი ყველასა სტეხს და ბევრს მერე ეს გადატეხილი ადგილი უფრო უმაგრდება. ვისაც ვერ გასტეხს, ჰკლავს ხოლმე. განურჩევლად ჰკლავს ყველაზე კეთილებს, ყველაზე ნაზებსა და ყველაზე მამაცებს. თუ არცერთი არა ხარ, არხეინად ბრძანდებოდე. მაინც მოგკლავს, ოღონდ ისეთი აჩქარებით არა.” -

,,უიმედო არაფერია ამქვეყნად, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვახერხებ იმედიანი ვიყო”.

,,გარედან სულ ცეცხლი და კვამლი, შიგნით კი – არაფერი”.

“ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.”
მაგრამ
“ნუ იმსჯელებთ კაცზე მეგობრების მიხედვით, გახსოვდეთ, მეგობრები იუდასაც არაჩვეულებრივი ყავდა.”

“მას ვინც ერუდიციით და განსწავლულობით იწონებს თავს, არც ერთი აქვს და არც მეორე”.

‘”ბოლოს და ბოლოს ყველაფერს მიხვდები, ყველაფერს გაოგებ ამ ოხერ ცხოვრებაში.უსათუოდ მიხვდები. უკვე ხვდები და ეგ არის, მკერდში გული ჩაგიკვდება და მერე ყველაფერი ადვილია. შენც მკვდარი იქნები, როგორც ხალხის უმრავლესობაა მკვდარი მთელი თავისი დღე და მოსწრება.”

“ლაპარაკის სწავლას 2 წელი უნდა, დუმილის სწავლას კი ალბათ 50 წელიც არ ეყოფა”

Mar 6, 2009

ოსკარ უაილდი

ნამდვილ მამაკაცს მომავალი უნდა ჰქონდეს, ნამდვილ ქალს - წარსული.


შეყვარებული ადამიანი თავის მოტყუებით იწყებს და სხვების მოტყუებით ამთავრებს.


არაფერი არ აზიანებს სასიყვარულო კავშირს ისე, როგორც იუმორის გრძნობა ქალში და უმისობა მამაკაცში.


ყველა ქალი სფინქსია, ოღონდ იდუმალებას მოკლებული.


ერთადერთი განსხვავება ჟინიანობასა და სამუდამო სიყვარულს შორის არის ის, რომ ჟინიანობა უფრო ხანგრძლივია.


მეორედ ისეთი ქალი თხოვდება, რომელიც პირველ ქმარს ვერ იტანდა. მეორედ ისეთი მამაკაცი ქორწინდება, რომელიც ჭკუას კარგავდა პირველი ცოლისთვის. ქალები ბედს ცდიან, მამაკაცები რისკზე მიდიან.


მამაკაცს ცოლის მოყვანისკენ დაღლილობა უბიძგებს, ქალს - ცნობისმოყვარეობა. ბოლოს კი იმედი ერთნაირად უცრუვდებათ.


ზნეობა ყოველთვის უკანასკნელი თავშესაფარია ადამიანთათვის,რომელთაც მშვენიერებისა არა გაეგებათ რა.


საზოგადოება დანაშაულს მოგიტევებთ, ოცნებას - არა.


პუნქტუალობა დროის ქურდია.


ყოველთვის სასიამოვნოა იქ არმისვლა, სადაც გელოდებიან.


ჩვენ ყველანი მუხლამდე ტალახში ვდგავართ, მაგრამ ზოგი ხომ აჰყურებს ვარსკვლავებს ცაში.


მოვალეობა ის არის, რასაც სხვათაგან მოითხოვენ და არა ის, რასაც თვითონ აკეთებენ....


გამოცდილება არის სახელი, რომელსაც ყველა ჩვენს შეცდომას ვარქმევთ.


თუ გინდა ადამიანი გააფუჭო, მისი ხელახლა აღზრდა დაიწყე.


ჩვენს დროში ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ფული ყველაფერია. როცა მოხუცდებიან, დანამდვილებით ეცოდინებათ.


არც ერთი დიდი ხელოვანი არ ხედავს საგანს ისეთად, როგორიც არის ის სინამდვილეში. რომ დაენახა, ხელოვანიც არ იქნებოდა.


როცა ადამიანები ერთხმად მეთანხმებიან, ვიცი, რომ ვცდები.


ცოტა გულწრფელობა სახიფათოა, ხოლო დიდი გულწრფელობა- საბედისწერო.


მათთვის, ვინც ერთგულია სიყვარულში, ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი ბანალური არსი... სიყვარულის ტრაგედიას კი მხოლოდ მოღალატეები შეიცნობენ...


ყოველი ადამიანი იმას კლავს, ვინც უყვარს...


მამაკაცს მხოლოდ მაშინ შეუძლია ბედნიერად იგრძნოს ქალთან თავი, თუკი მას ეს ქალი აღარ უყვარს.


ყოველი პორტრეტი, რომელიც დახატულია გრძნობით მხატვრის პორტრეტია და არა მენატურისა.


ზნეობა პოზაა- ჩვენ მას ვიყენებთ იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენთვის არასასიამოვნონი არიან.


მოდა საშინელებაა, რომელიც იმდენად შეუწყნარებელია, რომ გვაიძულებს, შევიცვალოთ ყოველ ექვს თვეში ერთხელ.


არასდროს ენდოთ ქალს, რომელიც თავის ნამდვილ ასაკს გაგიმჟღავნებთ.


მხოლოდ ორი კატეგორიის ხალხი აღმაფრთოვანებს: ისინი, ვინც მართლა ყველაფერი იცის და ისინი, ვინც საერთოდ არაფერი იცის.

Feb 7, 2009

არტურ რემბო



განცდა

მხოლოდ ცისფერი შეღამება შეღებავს ივნისს
და ბილიკებზე თავთავებით დავიჩხვლიტები,
მე - მეოცნებე ატირებულ ბალახში ვივლი
და შუბლს ბურუსში გამიგრილებს ქარის თითები.

არც არაფერზე არ ვიფიქრებ და ჩემს ვნებათა
სულში სიყვარულს უზენაესს დავუნთებ სანთლად
და შორს ვიქნები, ბოშასავით, შორს ბუნებასთან
კვლავ ბედნიერი ისე, როგორც საყვარელ ქალთან.

Feb 6, 2009

იოჰან ვოლფანგ გოეთე

(ვინაც გართობა არჩია გარჯას..)


ვინაც გართობა არჩია გარჯას,
რა ვქნა,იმისი საშველი არ ჩანს;
ვინც თვისთავი ვერ დაიმონა,
ის სამუდამოდ სხვის მონად დარჩა.

იოჰან ვოლფანგ გოეთე

სატრფოსთან ახლოს
იოჰან ვოლფანგ გოეთე
თარგმანი გერმანულიდან - კობა კუპრაშვილი

მე შენზე ფიქრში მზის თეთრი რაში
გამომენთება ზღვის სამყაროში;
მე შენზე ფიქრში მთვარის ციალში
ჩავიხატები წმინდა წყაროში;
მე გხედავ, გხედავ, როცა შორ გზაზე
მტვრის ავარდება კორიანტელი,
უკუნ ღამეში ვიწრო შუკაზე
დაილანდება როცა გამვლელი.
მე მესმის შენი, როცა ყრუ ფშვინვით
აღიმართება შორეთში ტალღა;
ჩუმ ხეივანში მივაყურადებ
როს აფეთქდება ბაღჩად და ბაღად.
მე შენთანა ვარ, შორს იყო თუნდაც
მე მაინც ახლო მეგულვი თითქო!
დახდების მზე და მე აღმომხდება:
ჩემო ვარსკვლავო, ო, აქ რომ იყო!

გიორგი ლეონიძე

ნინო ჭავჭავაძეს

თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,
ახლაც მინათებს შენი მშვენება...
შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს
არ უწერია გადაშენება.

შენც ცოცხალი ხარ, შენი მგოსნებიც
და გაჟრჟოლება მათი გულისა,
თავშესაფარი რამდენ ოცნების,
იყავ ბანაკი გაზაფხულისა!

შენს სილამაზის იქით ბნელდება,
დაიხურება ცისკრის კარედი:
შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად,
მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.

ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,
ათას წელს გასძლებს შენი მშვენება;
შენ - სილამაზის ნაზო გრიგალო,
შენგან არასდროს მომესვენება.

1939

გიორგი ლეონიძე

ყივჩაღის პაემანი

...ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე მიწასა…
მუხრანული

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინცკი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები…
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები…

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

1928

გურამ საღარაძე

მე ერთი რამე მაწუხებს მარად

ტერენტი გრანელი

ფარული ვედრება

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ…

ტერენტი გრანელი

გაზაფხულის საღამო


გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

Feb 3, 2009

Если вы подберете голодную собаку и устроите ей роскошную жизнь, она никогда не укусит вас. В этом главная разница между собакой и человеком.
(მარკ ტვენი)

"მე ხან მელა ვარ, ხან ლომი. მართვის მთელი ხელოვნებაც იმაში მდომარეობს რომ, იცოდე როდის რომელი იყო" - ნაპოლეონი

სიყვარული და მუსიკა, ორივე მოკლე დრო და მარადისობაა ტომას მანი

იმიტომ კი ვერ ვბედავთ რომ რთულია. იმიტომაა რთული, რომ ვერ ვბედავთ.

"ბედნიერი სიცოცხლე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბედნიერი დღეები."

ვინც ხშირად იხედება უკან, იოლად წამოკრავს რაიმეს ფეხს და წაიქცევა.

ორი რამ არის უსასრულო, კოსმოსი და ადამიანების სიბრიყვე....
თუმცა კოსმოსზე ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ.
აინშტაინი
ერთმა მეგობარმა მარკ ტვენისაგან ფული ისესხა და შეპირდა "თუ ცოცხალი დარჩებოდა" ვალს ერთ თვეში გაისტუმრებდა......    ფული არ დაუბრუნებია.... ამიტომ მარკ ტვენმა გაზეთში ასეთი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა: "ყველა მეგობარს ღრმა მწუხარებით ვაუწყებ გარი დუნკანის გარდაცვალებას, მან ჩემგან 500დოლარი ისესხა და შემპირდა ერთთ თვეში ვალის დაბრუნებას, თუ ამ პერიოდში არ მოკვდებოდა. იმის გამო, რომ ჩემი მეგობარი გარი დუნკანი ყოველთვის თავისი სიტყვის ერთგული იყო, უეჭველია ის არაუგვიანეს გუშინდლამდე მოკვდა. ღმერთმა აცხონოს!" "გარდაცვლილი" სასწრაფოდ აღდგა და ტვენმა თავისი ფული მიიგო.