
ერთმა მეგობარმა მარკ ტვენისაგან ფული ისესხა და შეპირდა "თუ ცოცხალი დარჩებოდა" ვალს ერთ თვეში გაისტუმრებდა...... ფული არ დაუბრუნებია.... ამიტომ მარკ ტვენმა გაზეთში ასეთი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა: "ყველა მეგობარს ღრმა მწუხარებით ვაუწყებ გარი დუნკანის გარდაცვალებას, მან ჩემგან 500დოლარი ისესხა და შემპირდა ერთთ თვეში ვალის დაბრუნებას, თუ ამ პერიოდში არ მოკვდებოდა. იმის გამო, რომ ჩემი მეგობარი გარი დუნკანი ყოველთვის თავისი სიტყვის ერთგული იყო, უეჭველია ის არაუგვიანეს გუშინდლამდე მოკვდა. ღმერთმა აცხონოს!" "გარდაცვლილი" სასწრაფოდ აღდგა და ტვენმა თავისი ფული მიიგო.
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.