Oct 4, 2008

........

იწვის წიგნები და ბარათები,
ღაწვზე - თხიერი ...
მიტოვებულიც, ნაღალატევიც,
ხარ მშვენიერი!
იყუჩე! გაცვლა კაცისგან სხვაზე -
ბევრს ვერას იტყვის მშვენიერ ქალზე,
ვერაფერს თითქმის!
იყავი შენში დარწმუნებული:
თვალზე თხიერით,
გამგუნებულიც, დაწუნებულიც,
ხარ - მშვენიერი!
ის არ წასულა თავისი ნებით,
არც ჰაიჰარად, -
თავს დაეღვარა ალერსით, ვნებით -
ზღვამ წაიყვანა.
მეც ... ზღვა მომესმის გამძვინვებული -
ზღვა შენმიერი ...
სხვაზე გაცვლილიც, დამცირებულიც,
ხარ - მშვენიერი!


მურმან ლებანიძე

No comments: