
პასეანსივით გაშლილი დასი,
სცენის სიღრმეში გაირინდება,
პრიმა მარტოა ავანსცენაზე,
ჩნდება დარბაზი, შუქი ინთება...
"ბრავო" და დიდხანს არ წყდება ტაში,
უძრაობაში კაბა ხევდება
და ჟრუანტელი დავლილი ტანში,
თაიგულს თრთოლვით გადაედება,
გრძნობა იმდენად არის ძლიერი,
რომ განცდას წამით მოჰყვება ტრანსი,
ოჰ, რა რთულია და მშვენიერი...
უკანასკნელი პა-რევერანსი..
(ფრანგი მხატვრის ედგარ დეგას ფერწერული ტილო, შესრულებულია1877წელს.
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.