
ძველი ბერძნული მოთოლოგიის თანახმად ულამაზესმა ჭაბუკმა სახელად ნარცისმა, წყალში საკუთარი ანარეკლი დაინახა და თავისი თავი უგონოდ შეუყვარდა.მას შემდეგ ჭაბუკი უძრავად იჯდა წყლის პირას, გარშემო ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა და მხოლოდ საკუთარ მომხიბლავ ანარეკლს ესიყვარულებოდა. ჭაბუკის გარდაცვალების შემდეგ იმ ადგილას ყვავილი ამოვიდა, რომელსაც ნარცისს უწოდებენ. ნარცისს უწოდებეს საკუთარ თავზე შეყვარებულ ადამიანსაც.
No comments:
Post a Comment