Feb 7, 2009

არტურ რემბო



განცდა

მხოლოდ ცისფერი შეღამება შეღებავს ივნისს
და ბილიკებზე თავთავებით დავიჩხვლიტები,
მე - მეოცნებე ატირებულ ბალახში ვივლი
და შუბლს ბურუსში გამიგრილებს ქარის თითები.

არც არაფერზე არ ვიფიქრებ და ჩემს ვნებათა
სულში სიყვარულს უზენაესს დავუნთებ სანთლად
და შორს ვიქნები, ბოშასავით, შორს ბუნებასთან
კვლავ ბედნიერი ისე, როგორც საყვარელ ქალთან.

Feb 6, 2009

იოჰან ვოლფანგ გოეთე

(ვინაც გართობა არჩია გარჯას..)


ვინაც გართობა არჩია გარჯას,
რა ვქნა,იმისი საშველი არ ჩანს;
ვინც თვისთავი ვერ დაიმონა,
ის სამუდამოდ სხვის მონად დარჩა.

იოჰან ვოლფანგ გოეთე

სატრფოსთან ახლოს
იოჰან ვოლფანგ გოეთე
თარგმანი გერმანულიდან - კობა კუპრაშვილი

მე შენზე ფიქრში მზის თეთრი რაში
გამომენთება ზღვის სამყაროში;
მე შენზე ფიქრში მთვარის ციალში
ჩავიხატები წმინდა წყაროში;
მე გხედავ, გხედავ, როცა შორ გზაზე
მტვრის ავარდება კორიანტელი,
უკუნ ღამეში ვიწრო შუკაზე
დაილანდება როცა გამვლელი.
მე მესმის შენი, როცა ყრუ ფშვინვით
აღიმართება შორეთში ტალღა;
ჩუმ ხეივანში მივაყურადებ
როს აფეთქდება ბაღჩად და ბაღად.
მე შენთანა ვარ, შორს იყო თუნდაც
მე მაინც ახლო მეგულვი თითქო!
დახდების მზე და მე აღმომხდება:
ჩემო ვარსკვლავო, ო, აქ რომ იყო!

გიორგი ლეონიძე

ნინო ჭავჭავაძეს

თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,
ახლაც მინათებს შენი მშვენება...
შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს
არ უწერია გადაშენება.

შენც ცოცხალი ხარ, შენი მგოსნებიც
და გაჟრჟოლება მათი გულისა,
თავშესაფარი რამდენ ოცნების,
იყავ ბანაკი გაზაფხულისა!

შენს სილამაზის იქით ბნელდება,
დაიხურება ცისკრის კარედი:
შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად,
მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.

ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,
ათას წელს გასძლებს შენი მშვენება;
შენ - სილამაზის ნაზო გრიგალო,
შენგან არასდროს მომესვენება.

1939

გიორგი ლეონიძე

ყივჩაღის პაემანი

...ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე მიწასა…
მუხრანული

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინცკი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები…
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები…

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

1928

გურამ საღარაძე

მე ერთი რამე მაწუხებს მარად

გურამ საღარაძე

გალაქტიონი- თოვლი

გურამ საღარაძე

გურამ საღარაძე

მე და ღამე

გურამ საღარაძე მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ

გურამ საღარაძე-გალაქტიონ ტაბიძე

მურმან ჯინორია, შოთა ნიშნიანიძის ლექსი

ტერენტი გრანელი

ტერენტი გრანელი

ფარული ვედრება

ტერენტი გრანელი

ფარული ვედრება

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ…

ტერენტი გრანელი

ტერენტი გრანელი

ტერენტი გრანელი

გაზაფხულის საღამო


გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

Feb 3, 2009

Если вы подберете голодную собаку и устроите ей роскошную жизнь, она никогда не укусит вас. В этом главная разница между собакой и человеком.
(მარკ ტვენი)

"მე ხან მელა ვარ, ხან ლომი. მართვის მთელი ხელოვნებაც იმაში მდომარეობს რომ, იცოდე როდის რომელი იყო" - ნაპოლეონი

სიყვარული და მუსიკა, ორივე მოკლე დრო და მარადისობაა ტომას მანი

იმიტომ კი ვერ ვბედავთ რომ რთულია. იმიტომაა რთული, რომ ვერ ვბედავთ.

"ბედნიერი სიცოცხლე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბედნიერი დღეები."

ვინც ხშირად იხედება უკან, იოლად წამოკრავს რაიმეს ფეხს და წაიქცევა.

ორი რამ არის უსასრულო, კოსმოსი და ადამიანების სიბრიყვე....
თუმცა კოსმოსზე ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ.
აინშტაინი















ერთმა მეგობარმა მარკ ტვენისაგან ფული ისესხა და შეპირდა "თუ ცოცხალი დარჩებოდა" ვალს ერთ თვეში გაისტუმრებდა......    ფული არ დაუბრუნებია.... ამიტომ მარკ ტვენმა გაზეთში ასეთი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა: "ყველა მეგობარს ღრმა მწუხარებით ვაუწყებ გარი დუნკანის გარდაცვალებას, მან ჩემგან 500დოლარი ისესხა და შემპირდა ერთთ თვეში ვალის დაბრუნებას, თუ ამ პერიოდში არ მოკვდებოდა. იმის გამო, რომ ჩემი მეგობარი გარი დუნკანი ყოველთვის თავისი სიტყვის ერთგული იყო, უეჭველია ის არაუგვიანეს გუშინდლამდე მოკვდა. ღმერთმა აცხონოს!" "გარდაცვლილი" სასწრაფოდ აღდგა და ტვენმა თავისი ფული მიიგო.