
"ის, რასაც ერთ დროს სიყვარული ერქვა, თანამედროვე ახალგაზრდების აზრით უფრო შორს არის სინამდვილისგან, ვიდრე ვერსალის ბაღები ველური ბუნებისაგან. ახალგაზრდა ქალებმა დანამდვილებით იციან, რომ გაუფასურდა სიყვარულის სიყვარულის ძველი თამაში, რომელსაც მომხიბლავი წესები წარმართავდა:ღალატი ღალატად აღარ ითვლება; ერთგულება მხოლოდ სიტყვა ყოფილა, რომელმაც მნიშვნელობა დაკარგა, რადგან სიყვარულში არაფერი მყარი, მუდმივი აღარ დარჩა. გრძნობა, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ სიყვარულს უწოდებდნენ,რთული, ფაქიზი დრძნობა იყო.მას დახვეწილ ადამიანთა მთელი თაობები ქმნიდნენ. ის იქსოვებოდა მსხვერპლგაღების უნარის, ეგოიზმის ძლევის, სინდისის ქენჯნისა და ჰეროიზმისაგან. მის საყრდენს, ბურჯს რელიგია და ქრისტიანული მორალი წარმოადგენდა. სიყვარულის სტიქია ზნეობის ჯებირებში იყო მოქცეული. სიყვარული დაიბადა კეთილშობილ და ცდუნებების გამძლებ ქალთა სიმტკიცემ."